понедельник, 12 июля 2010 г.

გაზაფხული ჩემს ქალაქში




პროექტის სახელი:'' გაზაფხული ჩემს ქალაქში"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულს ჩანაწერით, ხატავენ, აკეთებენ აპლიკაციებს,იღებენ ფოტოსურათებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თუ როგორ იცვლება ქალაქი გაზაფხულზე, როგორ იცვლება კლიმატი, რა ბუნებრივი მოვლენები მოჰყვება გაზაფხულის დადგომას. აკეთებენ ჩანაწერებს, ხატავენ, აკეთებენ აპლიკაციებს, იღებენ სურათებს, აგროვებენ ფოტო-ვიდეო მასალას। ხდება კლასის დაყოფა ჯგუფებად, თითოეულს მიეცემა დავალება– I ჯგუფი აკეთებს სიტყვიერ ჩანახატს (თხზულების ან ვისაც შეუძლია ლექსის სახით) `როგორია გაზაფხული ჩემს ქალაქში, აღწერენ ეზოებს, სკვერებს, ბაღებს, ქალაქის სხვადასხვა უბნებს . მოიძიებენ ადგილობრივი პოეტების ლექსებს. II ჯგუფი ნახატებით და აპლიკაციებით გადმოსცემს თუ როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე, რომელი ფერები ჭარბობს,მოიძევენ ადგილობრივი მხატვრების მიერ შექმნილ ნახატებს. III ჯგუფი მოიძიებს ფოტო-ვიდეო მასალას, თვითონ იღებენ ფოტოებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში და ადგილებში, მოეწყობა ექსკურსია ბუნებაში,მუშაობის დასრულებისა და მასალების შეგროვების შემდეგ კეთდება პრეზენტაცია, მოეწყობა გამოფენა, მოხდება ჩანახატების წაკითხვა, მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება რომელიც განთავსდება ბლოგზე, შეიქმნება ფოტო ალბომები, ჩატარდება ღონისძიება –''`გაზაფხული დადგაო'' .
მონაწილეთა ასაკი:7–8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, გამოფენა –პრეზენტაცია, ექსკურსიის მოწყობა, შეგროვილი მასალების ბლოგზე განთავსება, ღონისძიების ჩატარება. გამოიყენებენ სახატავ რვეულებს, ფერად ფანქრებს, ფერად ფურცლებს, წებოს, მაკრატელს, ფოტოაპარატს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძელბა შეიქმნას: ფოტო-ალბომები, შექმნილი ბლოგები, ნახატები და აპლიკაციები. ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან და შეძლებისდაგვარად გადმოსცემენ და დაგვიხატავენ გაზაფხულის სურათს ჩვენს ქალაქში, დააკვირდებიან როგორ იცვლება ბუნება, კლიმატი, რა ბუნებრივი მოვლენები მოჰყვება გაზაფხულის დადგომას, დააკვირდებიან როგორი ფერები ჭარბობს. ამ პროქტის საშუალებით გამოიმუშავებენ კვლევისა და ძიების უნარს, შეეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
სარგებელი სხვებისათვის: გამოფენა-დათვალიერება, ღონისძიებაზე დასწრება, ქალაქის თითოეული უბნის, სკვერის, ბაღის გაცნობა-როგორ იცვლება გაზაფხულზე.ინფორმაცია განთავსებული იქნება ინტერნეტში, დაინტერესებული პირები გაეცნობიან როგორია `გაზაფხული ჩემს ქალაქში~(ზესტაფონში)
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილენი სხვა სკოლებიდან: არცერთი
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მშობლიური ენა, ბუნება, ხელოვნება.
მშობლიური ენა: მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებ, ეჩვევეიან ფიქრს, საკუთარი მოსაზრების ლოგიკური თანმივდევრობით ჩამოყალიბებას და დასაბუთებას. მიმართავენ გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს, გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
ბუნება: ახასიათებენ სეზონურ მოვლენებს, აღწერენ ცვლილებებს რომელსაც განიცდის ბუნება სეზონის მიხედვით.
ხელოვნება: მოსწავლე იყენებს ხელოვნების რამოდენიმე ძირითად ელემენტს, ნამუშევარში ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს, პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს, მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში, ერთმანეთისაგან განასხვავებს ხელოვნების დარგებს და აკავშირებს მათ ყოველდღიურ ცვლილებასთან.
პროექტის ფასილიტატორი: მაია ნიქაბაძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maianiqabadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maianiqabadze.blogspot.com













მაიანიქაბადზე@გმაილ.ცომპროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий